logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთი გორანბოისა და ტერტერის ტერიტორიებს ბომბავს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 15:23

 

 

აზერბაიჯანი სომხეთს გორანბოისა და ტერტერის რაიონების დაბომბვაში ადანაშაულებს.

 

„სომხეთის შეიარაღებული ძალები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევით, გორანბოისა და ტერტერის რაიონის ტერიტორიებს ბომბავენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიების დაბომბვა დღეს, ადგილობრივი დროით 2:40 საათიდან მიმდინარეობს.

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი კი იუწყება, რომ აზერბაიჯანი ქალაქების, შუშისა და სტეპანაკერტის, დაბომბვას ახორციელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სტეპანაკერტში მოწინააღმდეგემ სამშობიარო სახლზე მიიტანა იერიში. ქალაქ შუშიში კი სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner