logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 15:37

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს.

 

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც არჩევნების ნაცვლად აქციებისთვის და არეულობისთვის რომ ემზადება - ეს არ არის სიახლე ქართველი საზოგადოებისთვის.

 

ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. ხაზს ვუსვამ - არჩევნების დღეს. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. 

 

ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner