logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის ინიციატივით, საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
- +

30 ივნისი. 2016. 11:22



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" ხელმძღვანელის ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.


აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.


როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, პედაგოგების სამედიცინო დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება და გამოკვლევებს 22 სპეციალობის პროფესიონალი ექიმი ჩაატარებს.


„ეს ადამიანები ჩვენს მომავალ თაობაზე თავდაუზოგავად ზრუნავენ, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მათთვის მადლიერების გამოხატვას ამ სახით შევეცადეთ ", - განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ აქცია მომავლშიც გაგრძელდება და მასში ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ჩაერთვებიან.


როგორც ქეთევან ბარათელმა აღნიშნა, ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" უფასო გამოკვლევებს რეგიონებშიც განახორციელებს.


საკრებულოს წევრმა კლინიკისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner