logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოგიწოდებთ, ამ შემთხვევაში ისედაც დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაიშლება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:04

 

 

„ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოგიწოდებთ, ამ შემთხვევაში ისედაც დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაიშლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ძალიან მაღალია ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით, 60-პროცენტიანი რეიტინგი დაიჭიროს ამ არჩევნებზე“.

 

„ამისთვის საჭიროა, ყველა ადამიანმა, ვინც განვითარებასა და ქვეყნის წარმატებაზე ფიქრობს, ვინც მხარს უჭერს ამ მიზნით „ქართულ ოცნებამ“, უკლებლივ ყველა მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ შემთხვევაში, გაცილებით დაბალი იქნება, სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური, მავნებელი პარტიის საარჩევნო რეიტინგი და შედეგი. გაძლევთ პირობას, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა, წკიპზე არიან და არჩევნებს ელოდებიან, საბოლოდ დაიშლება და მართლაც, ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე და ოპონირებაც იქნება მეტად საქმიანი. მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივიდნენ არჩევნებზე. ყველა პირობაა შექმნილი, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური ხარისხი იყოს შექმნილი, საშიშროება ნულის ტოლია. ხმა მივცეთ საქართველოს წინსვლას და წარმატებას“, – განაცხდა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება და ისინი აქციებისა და არეულობისთვის ემზადებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner