logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ არავითარ ლოკდაუნზე საუბარი არ არის
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:25

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს  ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომ არჩევნების მეორე დღეს ხელისუფლება ლოკდაუნს გამოაცხადებს.

 

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება არჩევნების მეორე დღეს ჩაკეტავს და ლოკდაუნს გამოაცხადებს - მეტს რომ ვერაფერს ფიქრობ, რითი მოატყუო ხალხი და გააგიჟო, ეს არის, მეტი არაფერი?! სრულ გარანტიას გაძლევთ, რომ არავითარ ლოკდაუნზე საუბარი არ არის და ყველა გამოსვლაში ამაზე საუბრობს პრემიერიდან დაწყებული, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლით გაგრძელებული. უბრალოდ, „ევროპულ საქართველოში“ სამსახურში რამდენიც არის დარჩენილი, თქვეს, რომ მოდით, ახლა ეს დავაბრალოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner