logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:33

 

 

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებს  შეხვდა.

 

კანდიდატის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია.

 

„სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია.

 

ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner