logo_geo
eng_logo
„Public Opinion Strategies“: გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 18:21

 

 

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან 31 ოქტომბერს, მაშინ როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“ მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

 

მანამდე კი ტელეკომპანიამ იმ შეკითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია.

 

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის მიერ შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 59% ამბობს, რომ მოსწონს, 29% ამბობს, რომ არ მოსწონს.

 

ტელეკომპანიის დაკვეთა უმსხვილესმა ამერიკულმა საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაციამ „Public Opinion Strategies“ შეასრულა.

 

ეს არის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში,სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. „Public Opinion Strategies“-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1 518 რესპიდენტი გამოკითხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner