logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ნოდარ ლადარია ზაზა ბურჭულაძის გზას დაადგა!
- +

30 ივნისი. 2016. 11:52


 

მი...გება, როცა ტუალეტში შევალ, საიდანაც ეს-ესაა დედაჩემი გამოვიდა და იმის ბაყვებით შემთბარ უნიტაზზე ჩამოვჯდები...

 

ზაზა ბურჭულაძე, წიგნიდან „სახარება ვირისა"



სიმართლე გითხრათ, შლეგი ფალოსოფოსი და მგზნებარე ლიბერასტი ნოდარ ლადარია, რომელსაც ქართველი საზოგადოება პატრიარქის, ეკლესიისა და ყოველგვარი ქართულის დაუძინებელ მტრად იცნობს, საქართველოში აღარ მეგულებოდა! სააკაშვილის რეჟიმის კრახით დამწუხრებული, იმდენ ხანს არ ჩანდა, მეგონა, სადმე ევროპაში თუ გათხოვდა და გაბედნიერდა-მეთქი! არა, ბატონო, თურმე, აქ ბრძანებულა!


მაშ, ასე! ნოდარ ლადარიამ 21 ივნისს, დილაადრიან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „მანიფესტი" - „აცდუნე ბებია!":


„მამაკაცებო, დროა დაიწყოს ეროვნული მოძრაობა „აცდუნე ბებია!"

 

გინდათ რადიკალური ცვლილებები და ქვეყნის აღორძინება? - მაშინ ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააბედნიეროს, ან გააღვიძოს, ან მწარედ დაუმსხვრიოს გული ქალს, რათა მოაშოროს იგი აკვანს, რომლის რწევა მას არ ეკუთვნის, რათა აღმოაჩენინოს ან გაახსენოს, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი უფრო მეტად ეკუთვნის მას, ვიდრე რომელიმე სხვა.

 

ასეთი ცვლილება შეარყევს და ძირფესვიანად გარდაქმნის მთელ ცხოვრებისეულ წყობას, დააყენებს არნახულ გამოწვევას სახელმწიფოს წინაშე.


იმ დღიდან, როცა ქართველი ბებია მიხვდება, რომ ცხოვრება წინ არის, დაიწყება ჩვენი ეროვნული აღორძინება!


მაშ ასე! გინდა ახალი საქართველო? - აცდუნე ბებია!"

 

რა თქმა უნდა, ამის წამკითხავი პირველს რასაც იტყვის, ეს არის: მთლად გააბდლებულა და „გაუჭენებია" ამ უბედურსო!

 

მეორე დასკვნა ასეთია: ნოდარ ლადარიას ბებია აღარ ჰყავს! უფრო ზუსტად, არასოდეს ჰყოლია... ან თუ ჰყავდა, ვაი ასეთის ყოლას, რადგან საკუთარი შვილიშვილისთვის ელემენტარული რამ ვერ უსწავლებია: ბებია სწორედ იმით ცოცხლობს და სულდგმულობს, რომ შვილიშვილებს ზრდის და ათასწლეულების მანძილზე შესისხლხორცებულ ქართულ, გნებავთ, ღვთიურ ტრადიციას აგრძელებს!

 

ტვინმოღრეცილო ლადარია, შენ რომ უსაშველოდ გამოთაყვანებული არ იყო, აბა, როგორ დაწყევლიდი ასე ქართველ ბებიას - არიქა, შვილიშვილის აკვანს მოვაშოროთ და ვაცდუნოთო!


არა, ბატონო, ამ არსებას მართლაც არ ჰყოლია ბებია! და საერთოდაც, ვგონებ, ის ვირის უკანალიდან გაჩნდა!


50-ს გადაცილებული და უკვე საკმაოდ ვადაგასული არსება „აცდუნე ბებიაო!" - რომ ანგლობს, იმას სულ სოროსის ფონდის სველი მოწმობა არ უნდა ურტყა შუბლში?!


თუ ბებიის ალერსი არ ახსოვს, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" მაინც არ წაუკითხავს?! თუ მასავით გამოფალოსოფოსებული გია ნოდიასავით, ნოდარ დუმბაძე „კომუნისტურ-კრიმინალური იდეოლოგიის აპოლოგეტი" ჰგონია?!


მოკლედ, ნოდარ ლადარია მწერლად გამოცხადებული ზაზა ბურჭულაძის დარად, ზნეობრივ სიწმინდეებს მიადგა! ემანდ, თავი არ დაკარგოს!

 

 

 

 

გიორგი გიგაური

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner