logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი ქვეყანა და მისი კონსტიტუციური წყობა დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე
- +

28 ოქტომბერი. 2020. 19:05

 

 

„როგორც იქნა, გაიხსნა კარტები და შუბმა ხალთიდან თავი ამოყო. ჩვენი ქვეყანა და მისი კონსტიტუციური წყობა დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საფრთხის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ სურთ, რომ  ქვეყანას არაკონსტიტუციური გზით დაეუფლონ.

 

„კარგია, რომ საფრთხის წყარო უკვე იდენტიფიცირებულია, უფრო სწორად თვითიდენტიფიკაცია და ლუსტრაცია მოახდინა. ეს არის "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები.

 

მათ სურთ, ქვეყანა ამოაგდონ კონსტიტუციური განვითარების ციკლიდან, ძალისმიერი, არაკონსტიტუციური გზით დაეუფლონ ხელისუფლებას და გადაგვისროლონ როგორც მინიმუმ 20 წლით უკან, შეაფერხონ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მისცენ საშუალება ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ისარგებლონ აქ დესტაბილიზაციით, რომ ახალი ტერიტორიები წაგვგლიჯონ.

 

შესაბამისად, ვინც მათთან ერთად მიტინგზე დადგება, მოახდენს საკუთარი თავის საბოლოო ლუსტრაციას და დასამარდება პოლიტიკურად“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner