logo_geo
eng_logo
„როიტერის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელი გერმანიის ნაწილობრივი ჩაკეტვისთვის ემზადება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 20:54

 

 

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კორონავირუსული ინფექციის ზრდის გამო, ქვეყნის ნაწილობრივი ჩაკეტვისთვის ემზადება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარი წყაროს მიერ მოპოვებულ სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები რესტორნების და ბარების დახურვას ითვალისწინებს, თუმცა სკოლების დახურვა არ იგეგმება.

 

კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ახალი შემზღუდავი ზომებით დაზარალდებიან, გერმანიის ფინანსთა მინისტრს, ოლაფ შოლცს 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა სურს.

 

„როიტერის“ წყარო ამბობს, რომ ახალი რეგულაციები 2 ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

დაგეგმილი შეზღუდვების თანახმად, ხალხს შეეძლება გარეთ გასვლა მხოლოდ საკუთარ და კიდევ ერთ სხვა ოჯახის წევრებთან ერთად.

 

დაიხურება ფიტნეს სტუდიები, კლუბები, კინოთეატრები, თეატრები, საოპერო თეატრები და კონცერტების ადგილები. რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ვირტუალურ მოლაპარაკებებს მართავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner