იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 24 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს 205 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 37 905-მდე გაიზარდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 766 შემთხვევაა გამოვლენილი.