logo_geo
eng_logo
კოტე ინაშვილი: ნაციონალები ცდილობენ, გამომიყვანონ ქურდული ტრადიციების მომხრედ!
- +

2 მარტი. 2016. 17:06


მედიაკავშირ „ობიექტივის" ჟურნალისტი კოტე ინაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა. როგორც ინაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, პარტიის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ისე გამოიყვანონ, თითქოს ინაშვილს ქურდული სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს.


„სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი გადაცემიდან ამონარიდი, სადაც საუბარი იყო ქალაქ ქუთაისზე, რომ აქ ლიდერობს „ქართული ოცნება" და მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა". მე ვთქვი: „ქუთაისს არ ეკადრება, რომ „ნაციონალები" მეორე ადგილზე არიან, ბოლოს და ბოლოს ქურდული ქალაქია, უფრო სწორად, აღარ არის ქურდული ქალაქი-მეთქი". ეს იუმორით ვთქვი. ამ გოიმმა „ნაციონალებმა" ამოიღეს ეს ამონარიდი და გაავრცელეს სოციალურ ქსელში. მათ სურთ, ისე გამომიყვანონ, ვითომ ქურდული მენტალიტეტის და ტრადიციების მომხრე ვარ. ამ ყველაფერს დავით დარჩიაშვილი უდგას უკან.

 

სააკაშვილის რეჟიმის დროს, .. ქურდული მენტალიტეტით მოწამლული ახალგაზრდების (მათ შორის არასრულწლოვანების - მალალეტკების") საკმაოდ დიდი რაოდენობა გაუპატიურებული იყო ამ სექტის მიმდევრობისა და პატივისცემისათვის. ნაცრეჟიმის ციხეებში, ჩვენი მონაცემებით, 70-მდე არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მათი დიდი ნაწილი .. ციხის საქათმეში" იხდიდა სასჯელს.

 

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდნენ, .. კანონიერი ქურდები" უცხოეთში ნაცრეჟიმის ჯალათებს ხშირად მასპინძლობდნენ და შეიძლება ითქვას, ერთადაც კარგად ილხენდნენ... ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გამოდის, რომ ჯალათი ნაცმამათმავლები და ქურდების გარკვეული ნაწილი ერთად ჭამდნენ პურს - კოაბიტატორობდნენ...

 

სააკაშვილის რეჟიმის დროს, ობიექტივზე" მქონდა საავტორო გადაცემა - ხმა მიაწვდინე პატიმარს", სადაც, ღიად ვუპირისპირდებოდი ქურდული ტრადიციების მიმდევრები, რომლებმაც თითიც კი არ გაანძრიეს, არ დაიცვეს (ჟარგონით - არ იმოქმედეს") მათი .. კანონი" და არ აღკვეთეს საქართველოს ციხეებში მასობრივ გაუპატიურებები... პირდაპირ ეთერში ხშირად ვაქილიკებდი და ვბრაზობდი, თუ როგორ არ ეწინააღმდეგებოდა ჩესტის" (ღირსების") მატარებელი ქურდული" სამყარო ჯალათ ნაცმამათმავლებს. ერთი საბურავიც კი არ ჩაფუშულა ამ თვითმარქვია კრიმინალური სამყაროს" მხრიდან შურისძიების მოტივით. ამიტომ, ერთ დროს დიდებითა და პატივისცემით" აღჭურვილი .. ქურდული" სამყარო სასაცილო და სამარცხვინოდ მინდოდა გამომეჩინა. ეს მენტალიტეტი, ვერასდროს გაიხარებს საქართველოში და იმედია, ქართველი ხალხი ამას ბოლომდე დაასამარებს...

 

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩემი აზრით, თუ არ არსებობს კონკრეტული დანაშაული, არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მხოლოდ იმტომ, რომ მას ქურდი" ქვია", - განუცხადა „რეპორტიორს" ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner