logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: თუ ვიღაც აქტივისტი პროვოკაციას მოაწყობს, ამას დააკვირდება მათივე დამკვირვებელი, გააშუქებს მათივე ტელევიზია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმართება უკრაინიდან
- +

29 ოქტომბერი. 2020. 01:57

 

 

„თუ ვიღაც აქტივისტი პროვოკაციას მოაწყობს, ამას დააკვირდება მათივე დამკვირვებელი, გააშუქებს მათივე ტელევიზია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმართება უკრაინიდან. ის რაღაც ბრიგადა, რომელსაც მართავს ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მაგარამ აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები“, - ამის შესახებ IPM-ის კვლევებზე საუბრისას გადაცემა „პოზიციაში“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, IPM-ი, შეიარაღებული ძალის გამოყენებას განიხილავს ერთ-ერთ საერთო მექანიზმად და იკვლევს ამ მიმართულებით საზოგადოებას

 

„IPM-ი, შეიარაღებული ძალის გამოყენებას განიხილავს ერთ-ერთ საერთო მექანიზმად და იკვლევს ამ მიმართულებით საზოგადოებას. ჩვენ შედეგები არ ვიცით, მაგრამ ეს კვლევა რომ ჩაატარეს, ეს დაადასტურეს, თუმცა შემკვეთი არ დაასახელეს და მერე თქვეს, რომ ეს მსოფლიო ღირებულებათა კვლევა ჩაატარეს. ამ კომპანიის თანამშრომლები თუ თანამშრომელი, ერთი ნამდვილად, მუშაობს „იფსოს უკრაინაში“, რომელიც რეალურად ატარებს იმ კვლევებს, რომელსაც ასევე მათი კონტროლირებადი ტელევიზია ადამიანებს აჩვენებს, რომ თითქოს ეს არის რეალობა და ამავე დროს ამას ყიდის „იფსოს საფრანგეთის“ სახელით. ამის მხილებაც მოხდა და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ჩინური იფსოს მიერ არის ეს წარმოდგენილი. ბატონმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა და მათი მეოთხედი პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან, უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. დღეს, მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა სოციალურ ქსელში მათ ქცევასა და იმ ყალბი გვერდებისა და ანგარიშების შესახებ, რომლებიც ასევე პარტიებთანაა დაკავშირებული. ეს არის სურათი, რაც ნათლად მიუთითებს, რა გარემოა წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება გადაბრალებით და ეს ყველაფერი იკვრება ერთმანეთში. თუ ვიღაც აქტივისტი პროვოკაციას მოაწყობს, ამას დააკვირდება მათივე დამკვირვებელი, გააშუქებს მათივე ტელევიზია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმართება უკრაინიდან. იმ რაღაც ბრიგადას, მართავს ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მაგრამ აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner