logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა გვარამია მედიას ამოფარებული „პოლიტიკური პირატია“
- +

29 ოქტომბერი. 2020. 02:35

 

 

„პოლიციამ და სამართალდამცველებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს ის ამოცანა, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოზიციაში“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას ისაუბრა.

 

მისი განმარტებით, იმ დღეს სამართალდამაცველების წინაშე იდგა 2 ამოცანა.

 

 „პირველი, რომ უვნებლად და ჯანმრთელად გაეთავისუფლებინათ ყველა მძევალი, რაც მათ შეასრულეს სწორად და წარმატებით და მეორე ამოცანა, რომ დაედგინათ, ვინ იყო სავარაუდო დამნაშავე, დაეკავებინათ ის და მიეცათ ის პასუხისგებაში. პირველი ნაწილი უდაოდ წარმატებით არის შესრულებული. მეორე ნაწილს რაც შეეხება, პოლიციამ უმოკლეს დროში დაადგინა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, თუმცა ვინაიდან ძებნის ოპერაცია ხორციელდებოდა და არსებობდა რისკები, რომ ადამიანს შესაძლოა ზიანი მიაყენებინა სხვა ადამიანებისთვისაც, პოლიციამ მისი დაკავების უსაფრთხო გეგმა აირჩია, რომელიც ვერანაირად ვერ მოდიოდა შესაბამისობაში ნიკა გვარიამისა და მისი დაჯგუფების ინტერესებთან“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ნიკა გვარიამია მედიას ამოფარებული „პოლიტიკური პირატია“.

 

 „დღეს ეს ადამიანი, თუ 1 წლის წინ ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს დღესაც ასეა. შესაბამისად, მისი პოლიტიკური მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება, ვინაიდან ეს არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად მან აირჩია მარტივი ტაქტიკა, რომ პოლიციაზე ადრე გაეხმოვანებინა ის, რაც პოლიციელებს უკვე დადგენილი ჰქონდათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner