„ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოვუწოდო, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და მოვუწოდოთ მათ, ატარონ პირბადე. ყველას მოგეხსენებათ, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, ეს არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის.
ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - მინდა გითხრათ, რომ, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები. ყველას, მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, კოვიდის პირობებში როგორ შეგვიძლია დემოკრატიული და ღია არჩევების ჩატარება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.