logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ბავშვებს სკოლების გარეშე, ქვეყანას ქორწილების, მადლიერების დღეების, შობის გარეშე
- +

29 ოქტომბერი. 2020. 10:28

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა არიზონას შტატის ქალაქ გუდიარში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 3 ნოემბრის არჩევნები არის არჩევანი ქვეყნის ეკონომიკის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის.

 

მისი თქმით, ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას „ლოკდაუნი“ და ეკონომიკური სიდუხჭირე ემუქრება.

 

„თუ ხმას მისცემთ ჯო ბაიდენს, ეს ნიშნავს, ბავშვებს სკოლების გარეშე, ქვეყანას ქორწილების, მადლიერების დღეების, შობის გარეშე,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით უკვე 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner