„ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს რეკორდული მოსავალი გვქონდა - 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ძალიან კარგად ჩაიარა რთველმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი - 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი გამოწვევებით სავსე რთველი, პანდემიის გამო, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებსა და გლეხებს დავდგომოდით გვერდზე. ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი გვქონდა - 1400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული. ეფექტურად ჩატარდა ატმისა და ვაშლის მოსავალიც და მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ლევან დავითაშვილს“, - განაცხადა პრემიერმა.