გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904 829, გარდაიცვალა 273 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022, კოვიდ-სასტუმროში - 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.