logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები სირცხვილია!
- +

30 ივნისი. 2016. 12:31


 

„გიგი წერეთელი რამდენიმე წელია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის  ვიცე-პრეზიდენტია, თუ ორგანიზაცია აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი,  ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა",  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.


 

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთო-ს საპარლმენტო ასამბლეის  57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე  რომ, რაც  უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა  - არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა  - ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ „ევროპის სახალხო პარტია" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. „სოციალ-დემოკრატების" კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება", რომლის წევრიც არის. მე პირადად, ვარ „ლიბერალ-დემოკრატების" წევრი და მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია.

 

„საერთოდ უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკლაობები და პწკენები არის სირცხვილი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება, კენჭისყრა ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად  5 ივლისს შედგება. პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთელიც არის წარდგენილი.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ დეპუტატებს წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner