logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღეისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად, 4 639 ადგილია მობილიზებული
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:12

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების მისაღებად კლინიკების დამატების შემთხვევაში, ეს გეოგრაფიული პრინციპით, თანაბრად მოხდება და არ იქნება მხოლოდ თბილისში ლოკალიზებული.

 

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია პაციენტების მათსავე რეგიონებში განთავსება.

 

„კლინიკების თანაბარი გადანაწილება და პაციენტების რეგიონებში განთავსება მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ასევე მედპერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან პაციენტების კლინიკიდან კლინიკაში, რეგიონიდან ცენტრალიზებულად გადაყვანა, მიუხედავად სპეციალური ეკიპირებისა, რისკია, როცა ისინი პაციენტთან ერთად დახურულ სივრცეში დაახლოებით 4 საათს ატარებენ. ყველა კლინიკას აქვს პროტოკოლი, როგორ უნდა უზრუნველყოს პაციენტის ჯანმრთელობის უსაფრთხება, იმ შემთხვევაში თუ ის რისკს წარმოადგენს, მაგრამ მას არ აქვს დადასასტურებული კოვიდი და ასევე, დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში მოახდინოს მისი იზოლაცია და 24-72 საათის განმავლობაში დაყოვნება. ამის რესურსი საქართველოს კლინიკების უმეტეს ნაწილს აქვს და ჩვენ შესაბამისად მივყვებით იმ საქმეს, რომელიც ასევე მუშაობდა გაზაფხულზე და ამაში ახალი არაფერი არაა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

რაც შეეხება ონლაინ კლინიკების სერვისის ამოქმედებას, ტიკარაძის განცხადებით, ონლაინ კლინიკა სატესტო რეჟიმში მუშაობს, უწყება აკვირდება როგორც მის წარმადობას, ასევე ეფექტურობას და დეტალებზე ორშაბათს ისაუბრებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner