logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პროვოკაციის ავტორები ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:58

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ „უნიათო რევოლუციონერები“ უწოდა. მისი თქმით, ამ ძალას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა.

 

„სამი ან ოთხი ინციდენტი იყო დღემდე, თუ არ ვცდები - მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში. ყველა შემთხვევაში ინციდენტები დაფიქსირდა ან „ქართული ოცნების“ ოფისთან ან ოფისში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროვოკაციების ავტორები არიან ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების რეაქციას, ამასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი გვქონდა, სამართალდამცავი ორგანოები მყისიერად ჩაერიენ პროცესში, რამაც შესაძლებელი გახადა ინციდენტების პრევენცია.

 

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოქმედებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეს გახდა ძალადობრივი გარემოს აღკვეთის ძალიან კარგი საფუძველი და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა გვექნება არჩევნების დღეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner