logo_geo
eng_logo
სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება
- +

29 ოქტომბერი. 2020. 13:44

 

 

ინოვაციების ჰაბი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს გააერთიანებს: სატრენინგო სივრცე; საერთო სამუშაო სივრცე; შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე; ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბიმისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

 

სასწავლო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება  საერთო სამუშაო და სატრენინგო სივრცე, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილ ადგილს, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია.

 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.

 

შენობაში არსებულ შოუ-რუმში, რომელიც შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას, წარმოდგენილი ყველა განსხვავებული ბრენდის ინვენტარისთვის გამოყოფილი იქნება საკუთარი ოთახი.

 

სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბეგი-ჯორჯია“ განახორციელებს.

 

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

 

ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner