ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციოლოგიურ კვლევებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მორალისგან დაცლილები ხართ...
მიწევს მიმდინარე სოციოლოგიური კვლევების კომენტირება, გუშინაც მომიწია ერთ-ერთი ონლაინ ტელევიზიით, ამიტომ ვნახე ამ გლავნი კანალის „სოციოლოგიური“ ბოდიალი.
დიდხანს გაძლება რთული იყო. ქოთნების დახატვა რომ დაიწყეს, გადავრთე.
გაბუნიიამ, თავისი უტიფარი აზროვნებით, რამდენჯერმე „შემოგვაპარა“, რომ „ოცნების“ რეიტინგის „ვარდნაზე“ ზუგდიდმაც იმოქმედაო. ჩვენ ხომ ბრბო ვგონივართ და თუ შიგადაშიგ ჩაურტყამს ხოლმე შემოსაპარებელ ფრაზებს, ფიქრობენ, რომ ვერ ვხვდებით.
ამიტომ ხართ მორალისგან დაცლილები. ზუგდიდს რომც ემოქმედა, თქვენ არ უნდა გეხსენებინათ.
ზუსტად ამიტომ ვთქვი იმ დღეებში, რომ რა იცით, თავდასხმის მიზანი გამდიდრება იყო-თქო? კარგი თემაა პოლიტიკური ზიანის მისაყენებლად: ერთი კვირაა ორკესტრირებულად გაიძახით, ქვეყანა ჩამოიქცა, კრიმინალი ყვავის და ა.შ.
ახლა ირკვევა, თურმე ე.წ. სოციოლოგიური კვლევაც ზუგდიდის შემდეგ დაგიწყიათ. თავად აძლევთ პოლიტიკურ შეფერილობას, შესაბამისად უახლოვებთ შინაარსით ტერორისტულ აქტს.
ამიტომ შემეპარა ეჭვი თავდასხმის აქტის გაურკვეველ გეგმაში, როცა ბევრი კითხვა დაიბადა: რატომ არჩევნების წინ, რატომ უნივერსიტეტის გახსნის დღეს და ზუსტად გახარიას ბრიფინგის დროს, რატომ ზუგდიდის ცენტრში, სუს-ის გვერდით ფილიალში, სადაც ფული არ ინახება და ა.შ.
მძევლების გათავისუფლების ძალისმიერი სპეცოპერაცია რომ არ ჩაატარეს, მძევლების სისხლი რომ არ დაღვარეს ბესლანის და „ნორდოსტის“ მსგავსად, მაგან რეიტინგზე დადებითად იმოქმედა თუ უარყოფითად, 31-ში ხალხი იტყვის და არა თქვენი დახატული ქოთნები.
მოიხადეს ცრუ ბოდიში, ოღონდ თავადაც ვერ გაიგეს დანაშაულებისთვის თუ შეცდომებისთვის და უკვე ჰგონიათ, რომ ხალხს კითხვები აღარ აქვს.
ამას წინათ „რუსთავი2“-ზე გიგი უგულავამ „გაგვანათლა“, „თქვენ რა გგონიათ, შეცდომა დანაშაულზე ნაკლებიაო“, და ცნობილი ფრაზა მოიშველია: „ეს დანაშაულზე მეტია, ესაა შეცდომა“.
ირაკლი იმნაიშვილი წაეშველა, ფრაზის ავტორი დაასახელა, ტელეირანი. უგულავაც დაეთანხმა.
აი, ტელეირანის ავტორად დასახელება არის არა დანაშაული, არამედ შეცდომა. დანაშაული სხვა რამეა.
ახლა რაც შეეხება მაგ ცნობილი ფრაზის ავტორს. ფრაზა, „ეს დანაშაულზე მეტია, ესაა შეცდომა“, ნათქვამია ჰერცოგ ენგიენის დახვრეტის ფაქტის გამო, რომელ ფრაზასაც ტალეირანი ვერ იტყოდა, რადგან მან თავად დააჭერინა ჰერცოგი, თითქოსდა ნაპოლეონის წინააღმდეგ საქმიანობის გამო და თავად დაახვრეტინა, თუმცა სასამართლოს განჩინებით. ვრცელი ისტორიაა.
ეს ფრაზა თქვა ადვოკატმა დე ლა მერტმა. ხომ გაგიგიათ, როცა არასწორად გაუსამართლებიათ ვინმე, სიკვდილითაც დაუსჯიათ, შეცდომით?! ჰოდა, ჰერცოგი ენგიენიც შეცდომით დახვრიტეს, ტალეირანის დასმენის საფუძველზე. ამიტომ იყო ეს დახვრეტა დანაშაულზე მეტი, რადგან ეს იყო უბრალოდ შეცდომა.
ასე მესმის მე ეს ცნობილი ფრაზა.
ხალხს როგორ ესმის, ჩადენილი ქმედებები დანაშაულები იყო თუ შეცდომები, ვისთან მიმართებაშიც, თქვენი აზრით, შეცდომები დაუშვით, იმათ ჰკითხეთ.
პირადად მე მომიხადეთ ბოდიში? 2004 წელს თანამდებობიდან რომ გადამაყენეთ დაუმსახურებლად, მაგას არ ვგულისხმობ, მაგისთვის მადლობელი ვარ.
თქვენი „ძალა ერთობაშია“-ს ერთმა ყოფილმა წევრმა, ამჟამად სიიდან გადაგდებულმა, რამდენიმე წლის წინ „ფეისბუქში“ კომენტარად დამიწერა, შენ განაწყენებული ხარ თანამდებიბიდან გადაყენების გამო და უნდა გამოხვიდე ამ წყენიდანო. იმის მიუხედავად, რომ წლების ნაცნობობა გვაკავშირებდა, ოჯახს ვიცნობ, პასუხიც მიიღო და დაიბლოკა კიდეც. მსგავსი უტაქტობა არ უნდა გამოეჩინა. აღარც ხელს ვართმევ, რადგან უნდა მიცნობდეს კარგად, რომ თანამდებიბების და სიების, ან მსგავსი სისულელეების გამო, წყენის ჩადება არ ვიცი. თავისი საზომით ზომავენ. საინტერესოა, თავად და მისი რამდენიმე კოლეგა დღეს ნაწყენები არიან თუ ისევ იქ დგანან, სადაც იყვნენ, რადგან სხვაგვარად არ ძალუძთ?!
იმდენს უნდა ხვდებოდეთ, მე რომ ჩემს 7-წლიან სამხედრო განათლებას და მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ქვეყანას ვერ ვახმარ, ჩემი კი არა, სახელმწიფოს პრობლემაა და თქვენ უნდა გწყინდეთ. მე ის მწყინს, რისი გაკეთებაც სწრაფად შეიძლება და ვერ კეთდება. ეს რომ გაიგოთ, ჩემსავით უნდა აზროვნებდეთ.
ჰოდა, თანამდებობას არ ვგულისხმობ, მაგის შემდეგ რაც გააკეთეთ ჩემთან, სხვა ოფიცრებთან, გენერლებთან მიმართებაში, ეს მაქვს მხედველობაში. მაგ ქმედებებისთვის მოიხადეთ ბოდიში? აბა, მკითხეთ, ჩემთვის თქვენი ქმედებები დანაშაული იყო თუ შეცდომა?
ამაშია თქვენი პრობლემა, დანაშაულს და შეცდომას ერთმანეთისგან რომ ვერ ასხვავებთ და ასე გადმოგდებული ბოდიშით რომ ცდილობთ ყველაფრის ჩამორეცხვას.
თქვენ გგონიათ, რომ ადამიანებს კუჭი უფრო ადარდებთ, ვიდრე ღირსება. გადმოაგდეთ ბოდიში და გაიძახით, მოვალთ, აგაყვავებთო. ერთი ისაა ამყვავებელი, 3000-ლარიან ხელფასებს რომ ჰპირდება ხალხს და თავის ბანკში 150-500 ლარს უხდის და იაფ სესხს სახელმწიფოსგან იღებს, მეორე - თქვენ და თქვენი განაყოფები.
კუჭი რომ უფრო მაღალი ფასეულობის მატარებელი იყოს, ვიდრე გული ან ტვინი, ღმერთი მას საჭმლის ჩასაყრელად მუცელში არ ჩაგვიდებდა. ტვინი, ანუ აზროვნება და გული არის ღირსება და ჯიგარი.
კუჭი რომ გგონიათ მთავარი ორგანო, ამიტომ მიაწებეთ თქვენი რეიტინგები ზუგდიდის ტერაქტს.
მთელი ამოდენა ოპოზიცია ამას რომ ვერ ხვდება, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ხატეთ მანდ ქოთნები და ვნახოთ, როგორ დალაგდებით 31-ში.
კუჭზე და ღირსებაზე შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ბევრმა პოლიტიკოსმა გამოამჟღავნა ამ წლებში, ამ თვეებში, ამ დღეებში, რას წარმოადგენენ.
ერთ რამეს გასწავლით, დამატებით: თუ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კოალიციის აუცილებლობა დადგა, ვისთვისაც კუჭია მთავარი ორგანო, ის ყველას შეეკვრება, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ვისთვისაც გული, ჯიგარი, ღირსება, პრინციპები და იდეებია მთავრი, ის თუ ვერავის იპოვის თავის ღირებულებებთან ახლოს მყოფს, არც არავისთან შევა. ვერ ჩამოყალიბდება კოალიცია, დაინიშნება ახალი არჩევნები.
იქნება თუ არა კოალიციის საჭიროება, ამას ხალხი გადაწყვეტს 2 დღეში. ასევე ხალხი შეაფასებს, რამდენად შეესაბამება მათ მორალურ ნორმებს ტერაქტის მიწებება სოციოლოგიურ კვლევებთან და რეიტინგებთან“, - წერს ამირან სალუქვაძე.