logo_geo
eng_logo
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია
- +

29 ოქტომბერი. 2020. 13:46

 

 

„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია“, - ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დენდროლოგიური პარკი არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, არ იმუშავებს.

 

„მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან!

 

ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს.

 

ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია!

 

არ გვინდოდა, ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და აი, თქვენც გითხარით!

 

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. შეხვედრამდე!“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner