-
+
30 ივნისი. 2016. 12:37
► სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო დარბაზს;
► რეაბილიტაციის შემდეგ დაიწყება ექსპოზიციის მოწყობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები განახორციელებენ;
► გაკეთდება პანდუსი და ლიფტი შშმ პირებისთვის და განხორციელდება ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
► მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის განვითარება და ორგანიზაციების ხელშეწყობა;
► უკვე დაიწყო შემდეგი ობიექტების რეაბილიტაცია:
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
- ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი";
- ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი;
- თბილისის გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრი;
- თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
- საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი;
- თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია;
► დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია;
► რაც შეეხება მუზეუმებს, საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები ჩატარდა და მიმდინარეობს 34 მუზეუმში.