„არჩევნების დღეს ისინი [ოპოზიცია] შეეცდებიან გაავრცელონ კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია, თითქოს იქ ვიღაცას დაუფიქსირდა კორონავირუსი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ინფორმაციის გამოთხოვის ინტენსივობით ისინი კომისიის წევრების მუშაობის პარალიზებას შეეცდებიან. ეს მათ ვერ გამოუვათ, იმიტომ რომ ადამიანური რესურსიც აღარ ჰყოფნით. მათთან დაკავშირებული ყოველი 4 ადამიანიდან ერთი უკვე „ქართულ ოცნებას“ აწვდის ინფორმაციას, იმდენად შეწუხებულები არიან ისინი ამ მავნებლური გეგმებით“, - დასძინა მდინარაძემ.