„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა, შვილს საჯაროდ მიმართავს და ურჩევს, პოლიციას ჩაბარდეს.
„გელოდებოდით გუშინ... თუ კომუნიკაცია არ გაქვს, გთხოვ, გამოდი, შვილო, ან დაგვიკავშირდი, ან პოლიციას ჩაბარდი ნორმალურად და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ტარიელ ესებუა.
მიმართვას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ექსკლუზიურად ავრცელებს.