logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 14:36

 

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა საქართველოს აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღითაც არ უნდა შეჩერდეს.

 

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებში, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარება გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და უნდა გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე. „როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა. ისე როგორც საბურთალოზე და თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობების წინაშე და ეს არის ჩვენი ზრუნვა ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოხუცებს, როდესაც ჩვენ ვატარებთ პირბადეს და ელემენტარულ წესებს ვიცავთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

გიორგი გახარიამ ექიმებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს პანდემიის პირობებში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირში წევრობის შესახებ შეიტანს განაცხადს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნებაა.

 

„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ: რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner