logo_geo
eng_logo
„სექტემბრიდან თბილისში 3 იაპონური სადგური ამუშავდება და ჰაერის მონიტორინგის იდეალური სისტემა გვექნება“
- +

30 ივნისი. 2016. 12:39



გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას განცხადებით, სექტემბრიდან თბილისში 3 იაპონური სადგური ამუშავდება და ჰაერის მონიტორინგის იდეალური სისტემა გვექნება.

ჰაერის მონიტორინგის სისტემაში სრულიად ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და ინფორმაცია 200-ზე მეტი წერტილიდან მიიღება.



საქართველოში, 2012 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ 5 სტაციონალური დაკვირვების ცენტრი ჰქონდა. 2015-16 წლებში კი, ჰაერის მონიტორინგის სისტემაში სრულიად ახალი მეთოდოლოგია შევიტანეთ და ინფორმაციას 200-ზე მეტი წერტილიდან ვიღებთ. სექტემბრიდან თბილისში 3 იაპონური სადგური ამუშავდება და ჰაერის მონიტორინგის იდეალური სისტემა გვექნება. სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლებს ონლაინ რეჟიმში, ავტომატური სადგურებით 24 საათის განმავლობაში ვაკვირდებით", - განაცხადა ბაგრატიამ.



მისი თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი და საწვავის ხარისხია.



ბოლო დროს, საწვავზე კონტროლის გამკაცრების გამო, ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე გაცილებით ნაკლებია. ჰაერში დაბინძურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია ქმედებათა ერთობლიობა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა - სუფთა ჰაერი და ჯანსაღი მომავალი, თუ - ძველი ავტოპარკი და საფრთხე მომავალი თაობებისთვის?! ბუნებრივია, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური დათვალიერება აღდგეს და ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner