logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე
- +

29 ოქტომბერი. 2020. 15:18

 

 

„ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იქიდან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ  31 ოქტომბერს  ყველამ დააფიქსიროს მოქალაქეობრივი პოზიცია.

 

„ჩვენ 31 ოქტომბერს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში - დარჩება ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის უფლება ქვეყნის უმაღლეს პრიორიტეტად თუ ეს პრიორიტეტი შეიცვლება, ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანის ხელშია და ამიტომ, კიდევ ერთელ მინდა ვთხოვო, რომ 31 ოქტომბერს ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია.

 

რაც შემეხება მე, ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის გადაწყვეტილებებმაც არა მარტო პოლიტიკურმა, არამედ რეალურმა მხარდაჭერამ, გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე ამ წლების განმავლობაში. ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იქიდან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა და ვცდილობთ, რომ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner