„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის დიდი დასახლების ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
საარჩევნო პროგრამის გაცნობისა და ზოგადი ვითარების მიმოხილვის შემდეგ, კანდიდატმა ისაუბრა ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების პერსპექტივაზე, მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მიმდინარე და სამომავლო მშენებლობებზე, დღევანდელ პანდემიურ ვითარებასა და რეგულაციების დაცვაზე.
„მოსახლეობას ყოველთვის სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა ცვლილებები, არადა, ქალაქის განვითრების და მშენებლობის საქმეში მოთმინება აუცილებელია. ქალაქში სულ მალე ბევრი ახალი პროექტი და მშენებლობა დაიწყება და არაა აუცილებელი ვეძებოთ უკმაყოფილების მიზეზი, მთავარია, რომ შედეგი გვქონეს კარგი. მოქალაქეების აქტიური ჩართულობით და ჩვენი დაუღალავი შრომით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწევთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.