„ყველაზე რეალისტური შედეგები, რომელიც არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, არის თავად არჩევნები", - ასე გამოეხმაურა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგებს.
მინისტრის განცხადებით, სწორედ არჩევნების დროს დადგინდება, ვის ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა.
პარტია „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების" კი 35%-ს შეადგენს.
„რუსთავი 2"-ის დაკვეთით, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევით კი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, „ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.