logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი, ნამდვილი, ევროპული კონსტიტუცია
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:07

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ 8-წლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე ათბობს და ანათებს ამას, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, სცემს პატივს დედაეკლესიას და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში“, - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ წარდგენაზე განაცხადა.

 

„ჩემთვის პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე,კულტურულ მემკვიდრეობაზე, დედაქალაქზე, გუნდის წევრი რომელიც დედაქალაქს უბრუნებს ძველ ისტორიულ იერსახეს, უბრუნებს ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნებს, აშენებს ახალ ქუჩებს, ოღონდ უკვე გამოკვეთილად უკვე ევროპული იერსახით, უბრუნებს მზიურს, კიკვიძის ბაღს, მალე განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია მალე თბილისელებს აჩუქებს ცენტრალურ პარკს.

 

ჩემი დიდი პატივია ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც პირველად თავად თქვა უარი ძალაუფლების ერთ ხელში მოხვეჭაზე და ხელისუფლების უზურპაციაზე, გუნდი რომელმაც მე მომცა საშუალება ურთიერთობა მქონოდა დიასპორელებთან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner