ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იწყება.
აქციაზე ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაიგივებულ პოლიტიკურ ძალებს ემიჯნებიან. ასევე, აქციაზე მივიდნენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.
აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება.