ავტორი ნინო ლაბარტყავა
„სტატუსი მძიმე ასოციაციებით:
„პროპაგანდისტული ტყუილი დაუსრულებლად უნდა იმეორო. ძნელია, არ მოინუსხო ტყუილის მაგიით, თუკი ხედავ, რომ მას სულ უფრო მეტი ადამიანი იჯერებს“.
ეს სიტყვები ეკუთვნის გერმანიის სახალხო განათლების რაიხსმინისტრს, იმპერიის კულტურის პალატის (და, ალბათ, ოპერის მოყვარულთა საზოგადოების) პრეზიდენტს, ნაცისტ დამნაშავეს და პროპაგანდის „მამას“ პაულ იოზეფ გიობბელს, რომელსაც ყველა გებელსად მოიხსენიებს. მან ხელში ჩაიგდო მასმედიის, მათ შორის რადიოსა და ტელევიზიის სადავეები, რასაც მასების ადვილად დამორჩილების მიზნით იყენებდა (ღმერთო, რა ნაცნობი ფენომენია). ამასთან, მან ნაცისტების სიმბოლოს - „სვასტიკის“ (ჩვენს შემთხვევაში - ხუთიანის) ფერად შეარჩია ხასხასა წითელი, უპირველესად იმიტომ, რომ იგი ადვილად იპყრობდა მასების ყურადღებას.
დღეს გაგაცნობთ პროპაგანდის „მეფის“ 10 „მცნებას“, რომელიც აუცილებლად გაგიჩენთ ასოციაციებს ჩვენი უახლესი წარსულისა და დღევანდელობის მიმართ. მანამდე გეტყვით, რომ ეს ყოვლად ამაზრზენი არსება ქვეყანას მოევლინა 29 ოქტომბერს და მისი საბედისწერო დაბადების შედეგი იყო საკუთარი 6 შვილის და მილიონობით სხვა ადამიანის მოკვლა, მასების წამება, ღირსების აყრა და...
გებელსის ყველაზე მძლავრი იარაღი იყო პროპაგანდა და დემაგოგიური, ჰიპნოზის ძალის მქონე რიტორიკა... ამბობდა, პროპაგანდის ყველაზე ცუდი მტერი ინტელექტიაო და დატოვა კიდეც პროპაგანდის მისეული „რეცეპტი“, რომელსაც, მრავალი წლის შემდეგაც კი, სახელმძღვანელოდ იყენებდნენ მისი „ხუთოსანი“ მოწაფე მიშა სააკაშვილი და ნაციონალების ორივე ფრთის გურუ - ლევან რამიშვილი.
მაშ ასე... გებელსის „ათი მცნება“: