logo_geo
eng_logo
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 21:05

 

 

 

ესპანეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ევროპის მასშტაბით, ესპანეთი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც დღემდე სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზომების გამკაცრება და მობილობის შემცირება გარდაუვალი იყო, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 19 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 168 ადამიანი კი დაიღუპა.

 

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 17 000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner