საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„ჩემი ფიქრები ფრანგ ხალხთანაა. ვგმობ ამ სიძულვილით გამოწვეულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
მომხდარს საფრანგეთში ტერორისტული აქტად აფასებენ.