იტალიაში გასული 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 26 831 ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 217 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 616 595 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 38 122 ადამიანი.
იტალიაში ვირუსის პრევენციის მიზნით დახურულია სპორტული დარბაზები, კინო-თეატრები, საცურაო აუზები, რესტორნები და ბარები კი, 18:00 საათამდე მუშაობენ.