logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 22:24

 

 

 

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

ანალიტიკოსმა უკრაინიდან მოვლინებულ საარჩევნო დამკვირვებლების შესახებ ისაუბრა და იმ გეგმებზე, რომელიც არჩევნების დღეს „ნციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა განავითაროს.

 

„სააკაშვილმა მოახდინა ის, რომ ჯერ დაიწყო გაბუნიას მკვლელობის მცდელობა და ამაში ბოკოვი და უკრაინული კვალია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დაქირავებული დამკვირვებლები ჩამოდიან უკრაინიდან, ეს ოფიციალურად ასეა. ისინი, ასე ვთქვათ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდა, რისთვისაც ხალხი უკვე ჰყავთ. ეს არის მეხუთე ფაქტორი პარლამენტთან, შესაძლოა ცესკოსთან წავლენ. შეჭრის მცდელობა იქნება, კივილ-წივილი. ასევე, უბნებზე ტემპერატურის აწევა. იქ შევარდნები. გვახსოვს, ხომ, მეგი გოცირიძეები, ხაბეიშვილები, მელიები იაქტიურებენ ძალიან და ეს იქნება მცდელობა, გაიმეორონ 2003, მაგრამ არ გამოვა“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner