logo_geo
eng_logo
ვაჟა აზარაშვილი ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“ უჩივლებს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 22:39

 

ქართველი კომპოზიტორი, ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს. ბატონმა ვაჟამ, საკუთარი უფლებების დასაცავად „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA) მიმართა. კომპოზიტორმა ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, რომ 29 ოქტომებრს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ზემო ხსენებულმა ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს.

 

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, - განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner