logo_geo
eng_logo
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას არც ერთ დელეგაციას პრობლემა არ შეექმნება“
- +

30 ივნისი. 2016. 12:50



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში ეუთო-ს ასამბლეის ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.



მისი განცხადებით, კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მნიშვნელოვანია, მაგრამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება, ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შინა კანონმდებლობა.



საქართველო მასპინძლობს ეუთო- ღონისძიებას. ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი და ეუთო-სთან შევთანხმდით, რომ დელეგატებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, ვიდრე ისინი ეუთო- ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამ თემაზე მემორანდუმიც გაფორმდა, შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტთან, პრემიერთან და ჩემთან. ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" თუ ვინმეს აქვს დარღვეული, სამართალდამცველი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს. კანონი მოქმედებს ყოველ დღე და ყოველ წუთს, მაგრამ ამ ღონიძიების მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება. ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შიდა კანონდებლობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იქნება სპეკულაციები.



უკვე მესმის რაღაცა კითხვებინაციონალური მოძრაობისგან", რომ რუსეთის დელეგაციას ვუშვებთ თუ არ ვუშვებთ. ყველას გთხოვთ, ეს კითხვა დაუსვათ გიგი წერეთელს, ეუთო- ვიცე-თავმჯდომარეს, რომელმაც ჩემთან ერთად ეუთო- მისცა პირობა, რომ ყველა ქვეყნის ყველა დელეგაცია შეუფერხებლად იმუშავებს. თუ ეს ასე არ არის, მან ბრძანოს. თუ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელს შევუშლით მუშაობაში, ჩვენ წავაგებთ, რადგან მათ იმედად ვართ ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების თვალსაზრისითაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner