მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს მივმართო, 2008 წლის რეზოლუცია, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა და საქართველომ დაიწყო ომი და ცხინვალი დაბომბეს კასეტური ბომბებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარდაჭერა რუსეთის, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების რუსებზე მიყიდვა, ეს ყველაფერი არის თუ არა ღალატი? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა.
„სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ამომრჩევლებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები.