logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არაა ის ხალხი, შავზე თეთრი თქვან
- +

30 ოქტომბერი. 2020. 01:46

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლების ნახევარმა ზუსტად იცის, რომ მიშას მოსვლით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაგრამ ის რევანშისტია და უნდა დასაჯოს ის, ვინც დღეს კარგად არის“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მან გადაცემაში დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა.

 

„სად ჩაგვიყვანეს დისკუსიაში, რომ რუსეთის ინტერესებია, ჩვენ დავიბრუნით დავით-გარეჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ ჩვენ გარეჯი გადავცეთ აზერბაიჯანს. აქ მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, როგორ თმობდნენ და ყიდდნენ გარეჯს, მნიშვნელოვანია დღეს როგორ ებრძვიან მტავარ მტკიცებულებას, რომელიც საქართველომ, ქვეყანამ და არა ხელისუფლებამ მოიპოვა მეგობარ და მეზობელ აზერბაიჯანთან. ჩვენ აზერბაიჯანთან თუ ამ ტერიტორიაზე ვერ შევთანხმდით, ამის ალბათობა არის 2%, აუცილებლად შევთხმდებით, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არიან ის ხალხი, რომლებმაც შავზე თეთრი თქვან“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორკესტრირებულად ესმის თავს ლეგიტიმურ მტკიცებულებას - ერთადერთ ავთენტიკურ რუკას.

 

„სადღაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ის სტატუს-კვო, რომ მათი გაგებით, აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, აღარ უნდა დაირღვეს. როგორ შეიძლება ეს დაირღვევს? იმით, რომ ეს რუკა გამოცხადდეს არაავთენტიკურად. ვისაც ყურები და თვალები აქვს, ყველაფერი ცხადია“, - აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner