logo_geo
eng_logo
ვაკა გორგილაძე: არახამია, სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით აპირებს ჩამოსვლას საქართველოში და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას
- +

30 ოქტომბერი. 2020. 02:05

 

 

 

„არახამია, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ სოციოლოგმა და ერთ-ერთმა წამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინელმა პოლიტიკოსმა იავნკა კლიმპუშმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ჩარტერული რეისით იგეგმება 50 დეპუტატის ჩამოსვლა არჩვენების დაკვირვების მიზნით.

 

„ივანკა კლიმპუში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია უკრაინაში. ის პოროშენკოს ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერი თანამდებობას იკავებდა. ივანკა კლიმპუში საინტერესოა იმ კუთხით, რომ ის განიხილება პოტენციურ პრეზიდენტობის კანდიდატად. ის ძალინ პოპულარული პოლიტიკოსია, რომელიც ასევე სარგებლობს დიდი პოპულარობით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებულ უკრაინულ დიასპორაში. ივანკა კლიმპუში ინტერვიუში აღშფოთებით ამბობს, რომ არ მახსენდება ჩარტერული რეისით 50 დეპუტატის სხვა ქვეყანაში გამგზავრების ფაქტი. იმ 50 დეპუტატში, რომელიც უნდა დააკვირდეს თურმე, ქვეყანაში არჩევნების პროცესს, ერთ-ერთი არის არახამია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა უკრაინის მთავრობა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ერთ-ერთ პოსტს იკავებს, რომელზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ დანიშნა, უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ქართულმა მხარემ გააფრთხილა, რომ თუ ეს რიტორიკა არ შეწყდება, უკრაინის ამ მოქალაქის მხრიდან, ის გადახედავდა ურთიერთობას და გამოიწვევდა ელჩს. ამაზე ბატონი არახამია ამბობს შემდეგს: საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველო ვერანაირ პრობლემას ვერ შეგვიქმნის და ჩვენ არ გავინტერესებს, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა ამ საკითხზეო. ეს სუბიექტი, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner