logo_geo
eng_logo
საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება
- +

30 ოქტომბერი. 2020. 02:27

 

 

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ცხადდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

ხვალიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში მკაცრი კარანტინი დაწესდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

 

საბერძნეთის მთავრობამ ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

 

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 35 510 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 615 ადამიანი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner