საქართველოში, ბოლო 24-საათში, კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელი 37 263-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.
გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი.
ვირუსს სულ ქვეყანაში 285 ადამიანი ემსხვერპლა.