„საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810, გარდაიცვალა 285 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.