„ჩვენ დღეს ბოლო დღე გვაქვს კამპანიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის. მე შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას„ აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა ეკონიმიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფის მშენებლობის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ ამისთვის გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში ეხება სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მტელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებბებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა არის რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ღირსების დაბრუნება და ადამიანი ყოველთვის იქნება ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.