ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ, როდესაც სხვადასხვა პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამების მითვისებასთან დაკავშირებულ დასმულ კითხვზე განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ახლად შექმნილმა პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა „დიდი სიზუსტით დააკოპირა".
„როდესაც ვკითხულობდი ერთ-ერთი ახლად შექმნილი პარტიის ჯანდაცვის პროგრამას, ბარაქალა მათ. ძალიან დაინტერესებულან ჩვენი რეფორმებით და დიდი სიზუსტით დაუკოპირებიათ",- განაცხადა დავით სერგეენკომ,
ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტია იგულისხმა.