logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:33

 

 

„ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკ -მონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი აცხადებს.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს.

 

„ერთ თვეზე მეტია, ვიმყოფები ყვარლის მუნიციპალიტეტში და აქ წინასაარჩევნოდ ვეხმარები ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ქადაგიშვილს. საარჩევნო პროცესის ფარგლებში მოვიარეთ ყვარლის მუნიციპალიტეტი სრულად. პირადად მე გახლდით ქ. ყვარლის თითქმის ყველა ოჯახში ე.წ „კარდაკარზე“ და სრულიად დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი 10 ოჯახიდან 8 და ხშირ შემთხვევაში 9 ოჯახი სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას უცხადებს „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ იგივე მოცემულობა არ იყოს ამ სამაჟორიტარო ოლქის სამ დანარჩენ მუნიციპალიტეტში (ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში), რადგან იდენტურია ამომრჩევლის მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი“ და მისი კანდიდატისადმი. შესაბამისად, სრული აბსურდი და სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ყურით მოთრეული მტკნარი სიცრუე რადიკალური ოპოზიციის და მისი კანდიდატის - ბოტკოველის რაიმე უპირატესობაზე“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner